გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

4-12-2019

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა პოლიცია, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ჩატარდა სხვა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. 

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები, ყავარჯნები, კასრები და ცოცხები ესროლეს, რის შედეგადაც დაზიანებულია შენობა. 

"პია"