გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში მერზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი მოადგილეებს დაუნიშნეს

25-01-2018

ქუთაისის მერის პირველი მოადგილის ხელფასი 2018 წლის 1 იანვრიდან 2100 ლარიდან 3700 ლარამდე გაიზარდა, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კი 3500 ლარს მიიღებენ. ქალაქის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი კვლავ 2750 ლარი დარჩა.

გადაწყვეტილება პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდის შესახებ ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის 18 იანვარს მიიღო. დადგენილების მიხედვით, მერიის და საკრებულოს ჩინოვნიკებს 1 იანვრიდან მომატებული ხელფასები დაერიცხებათ.

ქუთაისის მერის პირველი მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება 2100 ლარის ნაცვლად 3700 ლარი გახდა, საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილისა - 2150 ლარის ნაცვლად 3500 ლარი, მერის კიდევ ორ მოადგილეს კი ხელფასი 2050 ლარის მაგიერ 3500 ლარი ექნება.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2018–2020 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების დადგენა უნდა მოხდეს არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.

„რეგინფო“ წერდა, რომ ქუთაისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ხელფასის ოდენობით დანამატებს ყოველთვიურად იღებდნენ, რის გამოც მათთვის თანამდებობრივი სარგოს მომატება, კანონის შინაარსის შესაბამისად, შესაძლებელი გახდა.

reginfo.ge