გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გვარამია: უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

4-12-2019

“საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ იყვნენ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.” – ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია თავის სოციალურ ქსელში.

სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ იყვნენ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

არც თავისი ნებით მიდის

და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და

უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ”- წერს ნიკა გვარამია.