გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლები აქციას მართავენ

25-01-2018

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" სასტუმროს თანამშრომლები აქცია მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დასრულებულა და ამის გამო სასტუმროში მუშაობას რამდენიმე თვეა ვერ ახერხებენ. 
ისინი ადგილობრივ მთავრობას და შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.
"სასტუმროში 500 ადამიანი ვიყავით დასაქმებული. თხოვნით მივმართავთ ადგილობრივ მთავრობას და შესაბამის ორგანოებს, რომ ობიექტი დროულად გაიხსნას, რადგან აქ დასაქმებულები უხელფასო შვებულებაში გაგვიშვეს. ვთხოვთ, შესაბამის ორგანოებს, რომ საგამოძიებო პროცესი დროულად დასრულდეს. შენობაში ამ დრომდე სახელმწიფო დაცვის პოლიცია რჩება", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა ანთაძე.
2017 წლის 25 ნოემბერს სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

წყარო: "ონტერპრესნიუსი"