გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას გეგმას დამხობის შესახებ იზიარებს

4-12-2019

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხელისუფლების დამხობის შესახებ წერს.

“მარტივად:
სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.
საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.
ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც
? არც თავისი ნებით მიდის
? და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს
ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და
? უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ”, – წერს გვარამია.

აღნიშნული პოსტი საკუთარ ფეისბუქსე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა
გააზიარა.

 

ipress