გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ამბულატორიები შენდება

4-12-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში 9 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ახალი ამბულატორიები შენდება სოფლებში - აგარაში, კლდეში, თისელში, ურაველში, ხეოთში, ღრელში, საძელში და პატარა პამაჯში. სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს ხანში აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებს პირველადი სამედიცინო მოსახურება ადგილზე გაეწევათ.

ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს, "ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში დაიწყო და გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.
აღნიშნული პროგრამით ახალციხის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 753 597 ლარი მოხმარდება. მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში კი, სადაც ამბულატორიები არ არის ან სარეაბილიტაციოა, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.