გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოხუმის მეათე სკოლაში ხანძარი გაჩნდა

25-01-2018

სოხუმის № 10 სკოლაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც შენობის მეორე სართულის ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. “აბხაზია ინფორმის“ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შეძლო. სკოლიდან ბავშვების ევაკუირება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

საგანგებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ელექტროგამანაწილებელი ფარის აალებას მოჰყვა. მიზეზად, ზამთრის პერიოდში გაზრდილი დატვირთვა სახელდება.

რადიო "ათინათი"