გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

”თავისუფლება ვაჟა ექიმს!”- “სუხიშვილები” ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

5-12-2019

ქართული ეროვნული ბალეტი “სუხიშვილები” დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

“თავისუფლება ვაჟა ექიმს, თავისუფლება ვაჟა ექიმს”,-აცხადებენ ვიდეოში ილიკო და ნინო სუხიშვილები, რომლებიც მიმართვას თავიანთ მოცეკვავეებთან ერთად ავრცელებენ.

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში და პრობლემის მოგვარებაში “,- ნათქვამია “სუხიშვილების” მიერ გავრცელებულ სპეცვიალურ მიმართვაში.

შეგახსენებთ, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს, ხოლო 15 ნოემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.