გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 29.0 მილიარდი ლარი შეადგინა

5-12-2019

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.0 პროცენტით გაიზარდა და 29.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 12.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.9 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 38.1 პროცენტი.

საქსტატისს ცნობითვე, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის III კვარტალში 18.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი).