გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო პროცესი მიმდინარეობს

5-12-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებულია დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება;

ჩატარებული სამუშაოები ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 284 000 ლარია.

საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.