გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის დააკავეს

5-12-2019

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის გ. ქ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასულიერო პირს 40 აბი მეტადონი ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიდასტურებენ, რადგან ამ დროისთვის ნარკოტიკული საშულების ექსპერტიზა არ დასრულებულა.

“მეტრონომი” საქმესთან დაკვშირებულ ახალი ინფორმაციას მოპოვებისთანავე, შეგატყობინებთ.

metronome