გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის "TURK-IS""-ის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას

5-12-2019

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის "TURK-IS""-ის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი პეტრიაშვილი ანკარაში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება, ღონისძიებაზე იგი პროფკავშირების საერთაშირისო კონფედერაციის (ITUC) ვიცე პრეზიდენტის რანგში ITUC-ს გენერალურ მდივანს შარან ბაროუს წარმოადგენს.

საარჩევნო ყრილობა თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელ პირებს აირჩევს და მას ტრადიციულად დაესწრებიან, როგორც მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრები, აგრეთვე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

ირაკლი პეტრიაშვილი, როგორც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ყრილობაზე სიტყვითაც გამოვა და ევროპის პროფკავშირების გამოწვევებზე ისაუბრებს, მათ შორის ღირსეული შრომის, მიგრაციის და შრომის სამყაროს მომავლის შესახებ. ყრილობის ფარგლებში მას არაერთი შეხვედრა ექნება სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებთან.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.