გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რაულ ხაჯიმბა: ბიუჯეტში შემოსულობების თვალსაზრისით, გალის რაიონი პირველ ადგილზეა

25-01-2018

მიუხედავად სოფლის მეურნეობისთვის მავნე მწერების მიერ მიყენებული ზარალისა, გალის რაიონმა 2017 წელი, ბიუჯეტის შემოსულობების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლებით დაასრულა. მისივე თქმით, ამ მხრივ გალის რაიონი პირველ ადგილზეა. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა გალში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"რესპუბლიკა თანდათან გადადის საკუთარი საბიუჯეტო შესაძლებლობების გამოყენებაზე", - აღნიშნა მან.

ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "სოფლის მეურნეობის სამინისტრომ" აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ, მათ შორის ავიაციის საშუალებით, შეწამვლით ღონისძიებებზე 4 მილიონი რუბლი დახარჯა, თუმცა ამას სასურველი შედეგი არ გამოუღია.

გარდა ამისა, რაულ ხაჯიმბამ გალში არსებულ მშვიდ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წესრიგის დაცვის თვალსაზრისით, გალის რაიონი პრობლემებს არ ქმნის.

რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითზე საუბრისას, რაიონული საკრებულოს თავმჯდომარემ იური კვეკვესკირმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ადამიანების გატაცების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

"საერთო ჯამში, რაიონში სიტუაცია სტაბილური გახდა… ჩვენ არ ვართ პოლიტიკით დაკავებულები, ჩვენ ვმუშაობთ, რომ რაიონი განვითარდეს… გაყოფილ ხალხს მომავალი არა აქვს. აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს", - განაცხადა კვეკვესკირმა.

სოფელ ბარღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვაჟა სალაყაიამ შეხვედრის მონაწილეებს შეახსენა, რომ 2010 – 2014, სოფელში, სადაც 320 კომლია, 21 ადამიანი გაიტაცეს და გამოსასყიდის თანხამ სამი მილიონი რუბლი შეადგინა.

"ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას კანონით არა აქვს უფლებს მეორე ქვეყნის მოქალაქეც იყოს. თქვენ ჩვენთან ერთად უნდა აშენოთ ეს ქვეყენა. მაგრამ, თქვენ უნდ გააკეთოთ არჩევანი. გჭირდებათ აფხაზეთის მოქალაქეობა თუ არა. რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ეს დოკუმენტი არა მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ, მის ფარგლებს გარეთ გადაადგილების საშულებასაც იძლევა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისინი ჩვენი კანონმდელობის შესაბამისად მოგვარდება", - თქვა მან.

reginfo.ge