გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში 8 წლის მოსწავლეს მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

5-12-2019

ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლაში, 8 წლის ბავშვს კლასის დამრიგებელი ფიზიკურად შეეხო. ამის შესახებ არასრულწლოვნის დედა ცირა ხაბურძანია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შვილმა მას სკოლიდან თმის ის ნაწილი მიუტანა, რომელიც "მასწავლებელმა თვიდან ამოგლიჯა".

ხაბურძანია განმარტავს, რომ პედაგოგისგან მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აქამდეც შეუნიშნავს, თუმცა ძალადობის ასეთი ფაქტი არასდროს დაუფიქსირებია.

მისივე თქმით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის.

"მე უკვე სამი წელია ვცდილობ თამარ კუხიანიძესა და ჩემს შვილს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, მოლაპარაკებების გზით, დირექტორის საქმის კურსში ჩაყენებით, მიიღო კიდეც გაფრთხილება რამდენჯერმე დირექტორისგან, თუმცა მაინც ასე რამ გააკეთა. ცნობილია, რომ მოძალადე პერმანენტულად არ სჩადის დანაშაულს, შეიძლება ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ჩაიდინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვმა გუშინ სამსახურში მომაკითხა, დამიდო მაგიდაზე ეს თმა, დაჯდა და აქვითინდა. ახლაც არ დამიჯერებო? - მითხრა. წარმოიდგინეთ, ის ჩემგან ითხოვს შველას და დახმარებას. მე ასევე მივმართე საზოგადოებას, რომ დაუდგნენ მას გვერდით და ბავშვმა იცოდეს, რომ სინამდვილეში ჩვენ ძალადობას ვაპროტესტებთ,"- ამბობს ხაბურძანია.

PIA.GE ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს მაია ცქიტიშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მშობლის მიმართვის შემთხვევაში ფაქტით დაინტერესდებიან.

"პია"