გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბაქოში აფხაზეთის ა/რ-ის სახელმწიფო კაპელას სოლო-კონცერტი გაიმართა

5-12-2019

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში, სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ა/რ-ის ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელას სოლო-კონცერტი გაიმართა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ.

კონცერტს ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, სევდა მამედალიევა და ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

სახელმწიფო კაპელა, რომელიც ახლახან დაბრუნდა წარმატებული ევროპული ტურნედან, მსმენელთა წინაშე წარსდგა არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციებით, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.