გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აშშ-ის სენატში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

5-12-2019

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თემაზე "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ზედამხედველობა" მოსმენა გაიმართა.
მოსმენაზე მომხსენებლად მიწვეული იყო "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მთავარი აღმასრულებელი, შონ კეირნკროსი. მან ხაზი გაუსვა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას.
შონ კეირნკროსმა საქართველოში მის ვიზიტსა და ქვეყანაში წარმატებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

"სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოში, რათა მხარი დამეჭირა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში. მე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მივესალმე "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მიერ მხარდაჭერილი SDSU [სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი] საქართველოს STEM-ის პროგრამის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს და ასევე გავხსენით "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მიერ განახლებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი", – აღნიშნა შონ კეირნკროსმა.

მოსმენის მსვლელობისას სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, არსებობს თუ არა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ბალკანეთის გარდა, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან" პოტენციური თანამშრომლობის კანდიდატი ქვეყანა, რაზეც შონ კეირნკროსმა საქართველოს მაგალითი გამოყო.

"ამ მხრივ ყველაზე ახლოს რეგიონში საქართველოა, სადაც ახლახანს დავასრულეთ ძალიან წარმატებული კომპაქტი [compact]. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. თუმცა, არ მგონია, არსებობდეს რეგიონში ამ მხრივ სხვა კანდიდატი ქვეყანა", – განაცხადა შონ კეირნკროსმა.