გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი - „ძალიან გთხოვთ ნუ უჯერებთ და ნუ ავრცელებთ FAKE NEWS“

6-12-2019

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ექიმის შვილი ეხმაურება.

ირინა გაფრინდაშვილმა სტატუსი სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც ის გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკნიუსს“ უწოდებს.

„მამა ისევ ცხინვალის ციხეშია!!!
არ ვიცი ვინ ავრცელებს ან რატომ ამ ცრუ ინფორმაციას! ოჯახის წევრებს არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს! ძალიან გთხოვთ ნუ 

უჯერებთ და ნუ ავრცელებთ FAKE NEWS“ - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. 15 ნოემბერს დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"შიდა ქართლი"