გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ქართული ოცნება" 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს

6-12-2019

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მასშტაბური შეკრება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას მიეძღვნება.

„ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარესზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციას, ამ მიმართულებით ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

pia