გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიგი უგულავა: ქუთაისიდან ჩვენი მთავარი გზავნილია დაგვიბრუნონ პროპორციული არჩევნები

6-12-2019

"თუ დღეს ხმა არ ამოვიღეთ უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ 2040 წლამდე შეიძლება ვერაფერი მოვახერხოთ“, -ამის შესახებ "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ქუთაისიდან საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილია 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. 

"ქუთაისიდან ისევე როგორც მთელ საქართველოში მთავარი გზავნილი არის დაგვიბრუნეთ მოპარული არჩევნები, დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები. ვითოხვოთ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს. თამაშის წესებს ვითხოვთ ყველასთვის სამართლიანს და ასეთ პირობებში ვითხოვთ გამარჯვებულის გამოვლენას. თუ ჩვენ დღეს ხმა არ ამოვიღეთ უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ 2040 წლამდე შეიძლება ვერაფერი მოვახერხოთ", განუცხადა "მთავარს" უგულავამ. 

ცნობისთვის, ქუთაისში საპროტესტო აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. 

აქციის წევრები 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

 

"პია"