გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სვანური გადმოცემა თამარ მეფის საფლავის შესახებ

26-01-2018

თამარის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა დანამდვილებით არავინ იცი სად არის დაკრძალული იგი.


პორტალი nsp.ge, 1917 წელს გამოცემულ „ქართულ გაზეთში“, თამარის საფლავთან დაკავშირებით ს. უშკულში მაცხოვრებელი სვანების გადმოცემას წააწყდა.


როგორც გაზეთში ვკითხულობთ, იქაურ ხალხს მტკიცედ სწამს, რომ დიდებული თამარ დედოფალი ს. უშკულის ღვთისმშობლის ეკლესიაშია დასაფლავებული:
„ს. უშკულში, რომელიც მდებარეობს ზემო სვანეთის თავსი და სადაც იწყება მდ. ენგური, სდგას ერთი უძველესი ეკლესია „ლამარია“ (ღვთისმშობელი), რომელიც დღესაც წმინდად არის დაცული თავისი ძვირფასი ხატჯვარით. ამ ეკლესიის აშენებას ხალხი თამარ მეფეს აკუთვნებს. იქაურ ხალხს მტკიცედ სწამს, რომ დიდებული „თამარ დედოფალი“ იქ არის დასაფლავებული და აღსდგება მაშინ, როცა ხალხს ძალიან გაუჭირდება“-წერს „ქართული გაზეთი“. (სტილი დაცულია)

nsp.ge