გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„თბილისი ენერჯი“ მომხმარებლებს მიმართავს, შეწყვეტილი გაზმომარაგება თვითნებურად არ აღადგინონ

9-12-2019

კომერციულ და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორი ედიშერ ხორავა თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

თუმცა, ედიშერ ხორავას განმარტებით, როგორც გაირკვა, აღნიშნულ ბინაში დარღვევების გამო, კომპანიას გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა და აკრძალული დანადგარები თვითნებურად დააერთეს.

აქედან გამომდინარე, კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ გარდაცვალება გაზის ნამწვმა (CO) გამოიწვია.

,,სამწუხაროდ, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი ადამიანი. ამ ეტაპზე  გამომწვევი მიზეზები უცნობია. შეგვიძლია, ერთ გარემოებას გავუსვათ ხაზი, რომ ამ ბინაში კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა გაზის მიწოდება არსებული დარღვევების გამო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითნებურად არის მიერთებული, აღდგენილი გაზის მიწოდება. სწორედ აქედან გამომდინარე, არის ეჭვი, რომ ეს გამოწვეული ყოფილიყო CO-ს გაჟონვით. ჩვენ ივნისის თვეში შევუწყვიტეთ გაზი. შედგენილია ოქმი და ხელი აქვს მოწერილი მესაკუთრეს“ ,-  განაცხადა ედიშერ ხორავამ და დასძინა, რომ დაზარალებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

„არაერთხელ ვთქვით და ხშირია მსგავს, დროებით გადაცემულ ბინებში ასეთი შემთხვევები. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, მესაკუთრეებს, გაითვალისწინონ ჩვენი წარმომადგენლების რეკომენდაციები და არავითარ შემთხვევაში არ აღადგინონ შეწყვეტილი გაზმომარაგება. ასევე, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ქირაობენ ფართებს და ვთხოვთ მათ, რომ სანამ დაიწყებენ გაზიფიცირებული ფართების გამოყენებას, დაგვირეკონ 2 40 04. ჩვენი წარმომადგენლები უსასყიდლოდ შეამოწმებენ, როგორც ქსელის, ასევე, მოწყობილობების გამართულობას”- განაცხადა ედიშერ ხორავამ.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის ქალი დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა.

https://1tv.ge/