გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში პოლიცია ე.წ. მასაჟის სალონებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

9-12-2019

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, 12 ობიექტზე, სადაც ე.წ. მასაჟის სალონებია განთავსებული, პოლიცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა.

გამსახურდიას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ ის აღნიშნულ ქუჩაზე მუშაობს, თუმცა სალონში რა ხდება არასოდეს უნახავს.

“ახლოს ვცხოვრობ, ამავე ქუჩაზე ვმუშაობ, მაგრამ შიგნით რა ხდება არ დამინახავს. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ სალონში მომუშავე პერსონალი მომხმარებლებს სექსუალური ტიპის მომსახურებას უწევს,”- ამბობს ნინო მხეიძე.

"კვირა"