გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში ხვალ 135-ე სეზონის პრემიერა გაიმართება

10-12-2019

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში ხვალ 135-ე სეზონის პრემიერა გაიმართება. ნაჩვენები იქნება ევრიპიდესა და ჟან-პოლ სარტრის „ტროელი ქალების“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ტროა, დაკარგული სამოთხე“. სპექტაკლი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მონაწილე ქალთა რეალურ ამბებს მოგვითხრობს, რომელთაც ომმა ყველაფერი დააკარგვინა და დევნილობის რთული რეალობის წინაშე დააყენა.

პროექტი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.