გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

26-01-2018

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებთ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას“, - განაცხადა კოვემ.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობასა და წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელებენ.

ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა შედიან დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია. ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა.

reginfo.ge