გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალციხეში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

10-12-2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მცირე სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაცვლილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

"როცა მივედი მანქანა უკვე ამობრუნებული იყო. კაცი უგონო მდგომარეობაში ძირს იწვა, სასწრაფოს ელოდებოდნენ. მისაბმელიანი მანქანა იყო, როგორც მითხრეს საქონელი გადაჰყავდა",- აცხადებს თვითმხილველი.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"პია"