გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“დანიშნული იყო, 5 იანვარს ქორწილი უნდა ჰქონოდა” – რას ყვებიან მარნეულში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები

10-12-2019

მარნეულში, სოფელ ბაიდარში 24 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცხედარი ნახევრადაშენებულ შენობაში ჩამომხრჩვალი შემთხვევით, მეზობლებმა აღმოაჩინეს. დაღუპულის ოჯახის წევრები “რეგიონულ კვირასთან” სუიციდის გამომწვევ ვერსიებზე დანამდვილებით, ვერ საუბრობენ.  მათი თქმით, გარდაცვლილი დანიშნული იყო და 5 იანვარს ქორწილი უნდა ჰქონოდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა თვითმკვლელობა ახალგაზრდა მამაკაცის მამის მძიმე ავადმოყოფობას უკავშირდებოდეს.

“ბიჭი დანიშნული იყო, 5 იანვარს ქორწილი უნდა ჰქონოდათ. არ ვიცი, რამ გააწყვეტინა თვითმკვლელობა. ერთადერთი რასთანაც ვაკავშირებთ, მამამისის ავადმყოფობაა. მძიმე სენითაა დაავადებული დღე-დღეზე მის გარდაცვალებას ელოდებიან. ვფიქრობთ ვეღარ გაუძლო ამ სტრესს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”,- ამბობს დაღუპულის ოჯახის წევრი.

სოფელ ბაიდარის რწმუნებული, ბახტიარ გულიანოვი​ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა მშვიდი და გაწონასწროებული იყო. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
“გუშინ გავიგე რომ სოფელში ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის უცნობია მიზეზი, რის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ვიცი მშვიდი და უკონფლიქტო ახალგაზრდა იყო”,- განაცხადა ბახრიარ გულიანოვმა.

24 წლის ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში უკვე ჩაუტარდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"კვირა"