გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვიქტორ დოლიძე: ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანმრთელია

10-12-2019

წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მედიასთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ყველა საერთაშორისო ინსტიტუში განიხილება.

,,ყველა დონეზე საერთაშორისო ინტიტუტებში ვაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კომისარის ოფისში და ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისში. ახლა წითელი ჯვრიდან მოვდივარ, სადაც ოცდამეცამეტე მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა და ეს საკითხი მრავალმხრივ არის დაყენებული დღის წესრიგში’’ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, ბოლო ინფორმაციით ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანმრთელადაა და მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

,,დამაკმაყოფილებელია ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით მისი ფიზიკური მდგომარეობა არის ნორმალური, ჯანმრთელად გრძნობს თავს და ეს ჩემი აზრით, ძალიან მნიშნველოვანია, ჩვენი ინფორმაციით ჯერ-ჯერობით მასზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება და რაც მთავარია, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს დღეებში ის გათავისუფლდება და დაუბრუნდება თავის ოჯახში ‘’ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.