გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დატყვევებული ექიმის გათავისუფლება და IPRM-ის დიალოგის აღდგენა - ჟენევაში მთავარი შეხვედრებისთვის ემზადებიან

11-12-2019

ჟენევაში, საერთშორისო დისკუსიების 50-ე, საიუბილეო რაუნდის მთავარი შეხვედრებისთვის ემზადებიან.  ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვაზე გამახვილდება. მთავარ მოთხოვნად კი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება.

შეხვედრაზე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრებენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იყო პრობლემების მოგვარება.

"განხილული იქნება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი, განხილული იქნება გადასასვლელების თემა და ახალგორში შექმნილი მძიმე ვითარება. საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა აღდგეს ორივე მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები," - განაცხადა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.

IPRM-ის ფორმატის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც. მისი თქმით, შეხვედრაზე მწვავედ დადგება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი.

"მთავარი საკითხი არის ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ყველაზე მწვავედ ჩვენ დავაყენებთ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობას. პოზიცია არის ცალსახა, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი მთლიანად ჟენევის პროცესის, ადგილზე IPRM-ის ფორმატში შეხვედრები, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის," - აღნიშნა დარსალიამ.

ჟენევის ფორმატში 2 ჯგუფის შეხვედრა პარალელურად გაიმართება, ერთი უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

rustavi2