გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

11-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 3065 აბი "სუბუტექსი", 302 გრამი "ჰეროინი", 205 აბი და 14 კაფსულა "ტრამადოლი", 327 კილო "კანაფი", 13 კილოგრამი "მარიხუანა", 16 კილოგრამი "კანაფის ფისი", 7 კილოგრამი და 1150 აბი "კოდეინი", 204 კაფსულა "მეტადონი" და 287 აბი "მდმა".

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.