გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ღარიბაშვილი ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მისი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია!

11-12-2019

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც გამოეხმაურა. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი საუკეთესოა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ,,არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”.