გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის არცერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა-მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

11-12-2019

ერთ-ერთი რეგიონული მედიასაშუალების მიერ, გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და ტყუილი ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი ქუთაისის არცერთ საჯარო სკოლაში არ ჰქონია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მანდატურის სამსახური მედიასაშუალებებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის ღია და გახსნილია. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სკოლებში ბავშვთა უსაფრთხოებას უკავშირდება, ჟურნალისტებს ვთხოვთ, გამოქვეყნებამდე ჩვენთან გადაამოწმონ.

გარდა იმისა, რომ მსგავს სენსიტიურ საკითხებზე არასწორ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, შესაძლოა, მოზარდებში ძალადობის პროვოცირება გამოიწვიოს.