გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა

12-12-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში კონკრეტული ნივთიერება დაასხა.

"ორი ოპოზიციის დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, რაღაც ნივთიერება შემოიტანა და დაასხა. ხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამას. ალბათ სასურველია, რომ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.