გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთში ძმამ ძმა მოკლა

12-12-2019

აფხაზეთში ძმამ ძმა მოკლა. ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძმებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მათგანის მკვლელობით დასრულდა, მეორე კი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ძმებ არსალიებს შორის 10 დეკემბერს მოხდა. ამავე ცნობით, 23 წლის მამაკაცმა საკუთარ 28 წლის ძმას ტრავმატული იარაღი ესროლა და ფეხში და გულ-მკერდის არეში დაჭრა, შედეგად, ეს უკანასკნელი მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ამის შეტყობის შემდეგ კი, უმცროსმა ძმამ თვითმკვლელობა სცადა.

გამოძიება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

pia