გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიგა ბოკერია: ევროსაბჭო ბევრს ჰგონია რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია, სამწუხაროდ, ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა

12-12-2019

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროსაბჭო ევროპასთან არ ასოცირდება. მისივე თქმით, ის ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა.


"ლაპარაკი არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელიც ანბანურად ერგება ყველა ქვეყანას, ანუ რამე მიღწევაზე კი არ არის ლაპარაკი. და ევროსაბჭო ევროკავშირი არ არის. ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის დიდი პრობლემები, რუსეთის გავლენის. დიდ სკანდალში გაეხვია ეს ორგანო და ჩვენმა დელეგაციამ დატოვა, მათ შორის მაშინდელი ოცნების წევრებმაც კი მონაწილეობაზე ასამბლეაში უარი თქვეს, იმიტომ რომ იქ რუსეთს აღუდგინეს ხმები და ეს არის დიდი სკანდალი ევროპაში. ევროსაბჭო რომ ქვია ბევრს ჰგონია რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია, ეს ასე არ არის. უმნიშვნელო კი არ არის, ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა, სამწუხაროდ"-განაცხადა ბოკერიამ.