გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა

12-12-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა, როდესაც კომიტეტის სხდომის შესვენებისას, მანდატურის სამსახურმა ერთ-ერთი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

„დღეს კონკრეტულ ჟურნალისტს პარლამენტის უმრავლესობის სახელით, ბოდიშიც კი მოვუხადე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი იმ პროცესში ჩართული. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, როგორც მინიმუმ არასასიამოვნო კადრი იყო. ფორმა იყო ძალიან არა სწორი, როდესაც ქალ ჟურნალისტს ხელს ჰკიდებ და გაგყავს ძალით. თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ თავად ვკითხე ჟურნალისტებს, თუ იცით ისეთი ქვეყანა, სადაც კომიტეტის სხდომის ან ნებისმიერი საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობის დროს მივარდებიან ჟურნალისტები გამომსვლელს, ადამიანს რომელიც საუბრობს. წარმოუდგენელია, ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც სხდომის მიმდინარეობისას პირდაპირი ჩართვები მიდიოდეს, ვერ დამისახელებთ შემთხვევას ცივილიზებულ მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც გამომსვლელი როცა გამოდის თუ მოგეწონა ან სკანდალურად მიიჩნევ, მივარდეს ჟურნალისტი და ინტერვიუს სთხოვდეს. საოცრებაა, დემოკრატია ასე გავიგეთ. თუ ეს დემოკრატიაა მაშინ ყველაზე მაღალი დემოკრატია გვქონია. ეს ყველაფერი კანონში ვერ ჩაიწერება და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.