13-12-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დღეს და ხვალ დეკემბერს, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ რუხში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
აქციის ფარგლებში დევნილებს კონსულტაციებს ჩაუტარებს ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნერვლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი და ქირურგი. საჭიროებიდან გამომდინარე ჩატარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში და C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა. ბენეფიციარებს დაურიგდათ შესაბამისი მედიკამენტები.
სამედიცინო აქცია 13 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში "აიგ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში“ და 14 დეკემბერს სოფელი რუხის საჯარო სკოლაში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ჩატარდება.