გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მეკობრეების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

13-12-2019

ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Elka Aristotle-დან მძევლად აყვანილი ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურები მეკობრეებმა გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ გემის მფლობელი კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გათავისუფლებულია ეკიპაჟის მძევლად აყვანილი სამი წევრი, მათ გაიარეს სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად აძლევენ ჩვენებას ადგილობრივ ხელისუფლებას, რის შემდეგად შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. კომპანიის ცნობით, მათი ოჯახები ინფორმირებულნი არიან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ.

მძევლად აყვანილი ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთი მეზღვაური, ფილიპინების მოქალაქე გარდაიცვალა. კომპანიის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ავადმყოფობაა და არა ძალადობა.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ მოხერხდა მეზღვაურების გათავისუფლება. ბერძნული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებს ბერძნული კომპანია კონფიდენციალურად, ამერიკელი ექსპერტების დახმარებით აწარმოებდა.

ბერძნულ ტანკერ Elka Aristotle-ს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან 4 ნოემბერს, დილის 3 საათზე დაესხნენ თავს და ეკიპაჟის ოთხი წევრი აიყვანეს მძევლად, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე.

ეყარო: "ბათუმელები".

newposts