გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია ვოლსკი: ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ

13-12-2019

14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს დასწრებას აიძულებენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს არასწორი განცხადებაა. "ქართული ოცნების" აქტივი, ვინც მხარს უჭერს და ის ხალხი, ვინც არანაირ აქტივად არ არის გაერთიანებული, აუცილებლად ჩამოვა. საკმაოდ ბევრია მსურველი. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე იგეგმებოდა და მოსალოდნელი იყო. ვინმეზე იძულება არ არის საჭირო. 2012 წელს დავამთავრეთ, რასაც ადამიანის იძულება ჰქვია. თუ კი ვინმე ასეთი ადამიანი არსებობს, ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და დამერწმუნეთ, შესაბამის ზომებსაც მივიღებთ", – განაცხადა გია ვოლსკიმ.