გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. საზღვარს

13-12-2019

"ე.წ. სასამართლო სხდომის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს",-ასე გამოეხმაურა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ირინა გაფრინდაშვილის თქმით,საერთაშორისო ჩართულობის და დაპირების მიუხედავად სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

"დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით.გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს" ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის",- წერს ირინა გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით,ცხინვალის რეჟიმის სასამართლომ ექიმი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

pia