გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გოგა ხაინდრავა მესამე სექტორზე - ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები

13-12-2019

„ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ეგენი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები, რომლებიც ამოფარებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს“ - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტვ „იმედის“ კვირის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ამის პირდაპირ დასტური იყო სულ ახლახანს ეკა გიგაურის გამოსვლა მიტინგზე, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა.

„სადაც იყო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, იქ გამოვიდა ქალბატონი გიგაური, შეიძლება ის სიტყვები არ იხმარა, იმიტომ რომ ამდენი ესმის, მაგრამ პრინციპში მხარი დაუჭირა ამ ფორმით“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ეკა გიგაურის ორგანიზაცია ათეულობით მილიონ დოლარს იღებს

“სად გადის ზღვარი? გადის დაფინანსებაზე, იმიტომ, რომ როგორც კი ისინი აღმოჩნდებიან პოლიტიკურ ველზე, მათი ინტერესი, მათდამი ინტერესი და მათი დაფინანსება იქნება მინიმალური. მაგალითად, ეკა გიგაურის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, იღებს ათეულობით მილიონ დოლარს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ვიცით ყველამ რასაც ხმარდება. უფასო ფული სათაგურშიც კი არ არის. ყველა ფულს ფასი აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი კითხვაა. რატომ ახარჯავენ მილიონობით დოლარს საქართველოში დემოკრატიას, რომელიც, ჩემი აზრით საერთოდ ეფემერული ცნებაა და არანაირი დემოკრატია მსოფლიოში არ არსებობს. ეს არის დღევანდელი ტრენდი, რომლის საფარქვეშ სხვადასხვა ქმედებები ხდება იქ, სადაც გავლენების სფერო უნდათ ჩემი აზრით დღეს ფსევდოლიბერალურ ძალებს, რომელსაც წარმოადგენს დღეს საქართველოში გიგაური. ამიტომაც ფინანსდებიან. რომ შექმნან ვითარება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ჰქონდეთ ისეთი გავლენა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ არის ასეთი გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნების, არის ბიძინა ივანიშვილის არსებობა საქართველოში. რომ არა ეს, ფეხქვეშ გათელავდნენ” - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, ისინი არ ემსახურებიან ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ისინი ემსახურებიან იმათ ინტერესებს, საიდანაც ფული მოდის.

„როგორია ეს ინტერესები, ამ ფონდების უკან რა ძალები დგანან. არც ნაცვლიშვილს, არც კოჟორიძეს, არც ბენიძეს არანაირი კავშირი საზოგადოებრივ საქმიანობასთან არ აქვთ. ეს არის პოლიტჯგუფები, რომლებიც შენიღბული არიან ვითომ არასამთავრობოებით, ისევე, როგორც, ჩემი აზრით ლომჯარია, რომელიც სახალხო დამცველი კი არ არის, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველი, პირდაპირ, ღიად, არაერთი ფაქტია” - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ორგანიზაციამ „სირცხვილია“ ერთერთი საინფორმაციო სააგენტო დაარბია, რაზეც არც სახალხო დამცველს და არც არასამთავრობოებს ერთი სიტყვაც არ უთქვამთ.

„სულ ახლახანს ორჯერ შეიჭრა ერთ-ერთ სააგენტოში ეს, ასე ვთქვათ, ბარბაროსების ჯგუფი, რომლებიც თავის თავს რაღაცას ეძახიან, ხან „სირცხვილიას“ ეძახიან, და ნამდვილად სირცხვილია მათი არსებობა ამ ქვეყანაში. დაარბიეს იქაურობა და არც ერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, არც ლომჯარიას, არც „გამჭირვალე საქართველოს“ თუ „გაუმჭირვალე საქართველოს“, არც სხვა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას არ უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალბატონმა, ვინც არის ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართა ყველას და უთხრა, რომ შემოიჭრნენ, დაარბიეს, ამის გამო იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა ის ადგილი, სადაც იყო მისი სააგენტო „მთავარი“. კაციშვილს ხმა არ ამოუღია და უამრავი მაგალითია ასეთი, როდესაც აქეთ არც იყურებიან, იმიტომ რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი სექტა, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი მათ პოლიტიკასთან არ აქვთ, რადგან პოლიტიკა არ გულისხმობს შხამ-ქიმიკატების გამოყენებას საპარლამენტო სივრცეში“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.