გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთში მეთევზეების აქცია გაიმართა

26-01-2018

ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეთევზები, რომლებიც შავ ზღვაში ქაფშის რეწვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ თევზჭერის კვოტა ამოიწურა და მის გაზრდას ითხოვენ. 

„წელს თევზი დიდი რაოდენობით იყო და კვოტა ერთ თვეში ამოიწურა. აქ თურქი მეთევზეებიც მუშაობდნენ. მოვითხოვთ, რომ თევზის კვოტა ამ სეზონზე დამატებით 10 ათას ტონამდე გაგვიზარდონ, რათა ვიმუშაოთ და ოჯახები ვარჩინოთ. სხვა ეროვნების მეთევზეებს თუ გაუზრდიან კვოტებს, წინააღმდეგი არ ვართ. ქალაქის მერს ვთხოვთ მთავრობასთან შუამდგომლობა გაგვიწიოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეთევზე ზაურ კუპრეიშვილმა. 

მეთევზეებს ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი შეხვდა . 

„მეთევზეებს კანონის შესაძლებლობის ფარგლებში გავუწევთ შუამდგომლობას და ვეცდებით, რომ დავეხმაროთ“, - განაცხადა მამუკა პაპასკირმა.

თევზჭერის წლევანდელ სეზონზე 70 ათასი ტონა ქაფშიის მოპოვება იყო დაშვებული.

წყარო: "ონტერპრესნიუსი"