გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში თემიდას მანტია შემოახიეს - პერფორმანსით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხმიანებიან

16-12-2019

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია "თავისუფალი საქართველო" პერფორმანსით გამოეხმაურა. პატიის წევრები სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და "თემიდას გაშიშვლება" განასახიერეს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, მათ სასამართოს შეურაცხყოფა სიმბოლურად აჩვენეს. უმრავლესობის ლიდერების გამოსახულებით პარტიის წევრებმა თვალებახვეულ თემიდას მანტია შემოახიეს.

"გამოვეხმაურეთ სასამართლოში განვითარებულ პროცესს და ვაჩვენეთ "ქართული ონების" სახე. სიმბოლურად სააპელაციო სასამართლოსთან მოვიყვანეთ თემიდა და ვაჩვენეთ, როგორ გააშიშვლეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა. ის, რაც ხდება სასამართლოში არის საშვილიშვილო დანაშაული და კარგს არაფერს მოგვიტანს. მოვუწოდებთ, ყველა ღირსეულ მოსამართლეს, ძნელია, მაგრამ არ უნდა იმუშაონ ღირსებააყრილ და გაშიშვლებულ სასამართლოში და უარი გამოუცხადონ სასამართლოს დაკნინებას"-განაცხადა გოგი წულაიამ.

newpress