გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ ნიკოლაშვილი: ინვესტიციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობა, ბიზნეს გარემო და მოლოდინებია

16-12-2019

არასტაბილური და კრიზისული გარემო პირდაპირ აისახება ინვესტორთა გადაწყვეტილებაზე, დააბანდონ ფინანსური რესურსი თუ დაელოდნონ მომავალს. ინვესტიციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობა, ბიზნეს გარემო და მოლოდინებია - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

გურამ ნიკოლაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის მიერ, ინვესტიციების მაჩვენებლებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დეკემბრის თვეში საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, ზაფხულის პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას თავისი კვალი დაატყო.

"განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორს, სადაც რუსეთთან ავიამიმოსვლის შემცირებამ ათეულობით მილიონი მოაკლო ინდუსტრიაში დასაქმებულების შემოსავლებს. ტურიზმის სექტორი კი თავისი მხრივ უამრავ დაკავშირებულ ინდუსტრიას მოიცავს. ამასთანავე, ტურიზმი რჩება ყველაზე მიმზიდველ სექტორად ინვესტიციების ჩასადებად. თუ საინვესტიციო მდგომარეობას შევხედავთ ზოგადად და არა მხოლოდ ტურიზმის კუთხით, ცხადია რომ არასტაბილური და კრიზისული გარემო პირდაპირ აისახება ინვესტორთა გადაწყვეტილებაზე, დააბანდონ ფინანსური რესურსი თუ დაელოდნონ მომავალს. ინვესტიციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობა, ბიზნეს გარემო და მოლოდინებია” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.



ვიდეოს ბმული

https://www.imedi.ge/ge/video/46272/dgis-qronika--16-dekemberi-2019-tseli