გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსს ითხოვენ

26-01-2018

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ორგანიზატორები სტატუსის გარდა, სკოლებსა და ბაღებში მეგრული ენის სწავლებასა და ეკლესიებში ქადაგებას ამავე ენაზე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეგრული ენის გაქრობის საფრთხეს ხედავენ.

„ბაღში ბავშვმა უნდა იცოდეს მეგრული ენა მშობლისგან, იქ კი ქართულს სწავლობდეს. პირველი 6 კლასი უნდა იყოს სწავლება მეგრულად, შემდეგ კი ქართულად, ღვთისმსახურება კი ბატონო, იყოს ქართული, მაგრამ სასულიერო პირმა მიმართოს მრევლს მეგრულად. მეგრელმა, სასურველია, მეგრულად ილოცოს. მოვითხოვთ ხელმოწერის რატიფიცირებას, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს ევროსაბჭოში დაიდო“, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა „აიას“ თავმჯდომარემ ედემ იზორიამ.

მისივე თქმით, შესაბამისი მოთხოვნების შესასრულებლად ისინი ხელისუფლებასა და პატრიარქს მიმართავენ და დოკუმენტს ხელმოწერებით შესაბამის უწყებებს მიაწვდიან.

აქციას ზუგდიდის ცენტრში 40-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო.

რეგიონალური ენების ან ენობრივ უცირესობათა ევროპის ქარტია ძალაში 1998 წელს შევიდა. საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წელს გახდა, თუმცა ქარტიის რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია. რატიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს სხვადასხვა ვალდებულების შესრულება დაეკისრება. 

რადიო "ათინათი"