გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე კახეთში ორი პირი დააკავეს

17-12-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.