გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯიპიაის სოციალურმა პროექტებმა კონკურს „მელიორას“ ორი ჯილდო მიიღო

17-12-2019

საქართველო, თბილისი, 16 დეკემბერი, 2019 წ.: პასუხისმგებელიანი ბიზნესის კონკურს „მელიორაზე“ წარმოდგენილ 69 პროექტს შორის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორმა პროექტმა ორ ნომინაციაში - პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი და საზოგადოების მხარდაჭერა, გაიმარჯვა.

პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსი „მელიორა“ უკვე მეორედ იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის მხარდაჭერით. დაჯილდოვების ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ შედგა და მას ბიზნეს წრეების, მთავრობისა და დოპლომატიური კორპუსის წარმომომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭრით იმართება.
წარმომადგენლობითი ჟიური, რომლებიც პროექტებს აფასებდნენ საერთაშორისო და ადგილობირვი ექსპერტებისგან შედგებოდა.

ნომინაციაში „ საზოგადოების მხარდაჭერა“ გამარჯვებული პროექტი „ეკოისტი“ გახდა. „ეკოისტების“ მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კი მათ საშუალებას აძლევს თანხა (ეკომონეტები) გამოიმუშავონ „ეკოქცევებში“. ეკოქცევით თანხის გამომუშავება მობილური აპლიკაციით MyGPI ხდება. ნიშანდობლივია, რომ პროექტი ყველა მსურველზე ვრცელდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯიპიაი-ს კლიენტებით, რომლებიც ეკომონეტებს სადაზღვევო პრემიის გადახდითაც აგროვებენ (პრემიის 10%მდე). დღემდე ეკოისტების მოძრაობაში 20,000 ადამიანზე მეტია გაერთიანებული.

მეორე ჯილდო - პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის ნომინაციაში კომპანიას „მოქმედების დღისთვის“ ერგო, რომელიც გათვლილია თანამშრომელთა მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობაზე.

ინიციატივა ხელმძღვანელობისა და თითოეული თანამშრომლის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მთელი კომპანია 12 გუნდად დაიყო, რომელთაც ჰქონდათ თავისუფლება, მოეფიქრებინათ მათთვის სასურველი საქველმოქმედო პროექტი და განეხორციელებინათ ის ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანია უზრუნველყოფდა როგორც ფულად, ისე სხვა სახის რესურსებს და ცხადია, ანაზღუარებად სამუშაო საათებს, რომელსაც თანამშრომლები პროექტის განხორციელებაში ხარჯავდნენ. თანამშრომელთა გადაწყვეტილებით შეირჩა ისეთი პროექტები, სადაც დახმარება ყველაზე მეტად ხელშესახები იქნებოდა და წვლილს შეიტანდა იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები აქვთ, იქნებოდა ეს საზღვრისპირა სოფელში მაცხოვრებელი ოჯახის დახმარება სახნავ-სათესი მასალებით და ფიზიკური შრომით ვენახის მოვლისას; მოხუცებულთა თავშესაფრის საჭიროებების კვლევა და მათი უზრუნველყოფა სხვადასხვა ნივთებით; შშმ პირთა დასახლებაში თხილის ნერგების დარგვა თუ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების სკოლის ოთახის მცენარეებით მომარაგება.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის და თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის უაღრესად სასიხარულოა ეს ჯილდო. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა სამართლიანობის, თანადგომისა და თანასწორობის პრინციპებს. ჩვენ, როგორც ევროპული სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრები, ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში დავნერგოთ ევროპული მიდგომები და ფასეულობები - ეს კი ცხადია ჩვენი თანაშრომლებიდან, პარტნიორებიდან და მომხმარებლებიდან იწყება. ყველა ჩვენი სოციალური ინიციატივა სწორედ ამ გადმოსახედიდან ხორციელდება, რომ ვიყოთ ამ საზოგადოების ღირსეული ნაწილი და წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“

კონკურსი „მელიორა“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსია. იგი ყოველწლიურად გამოავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებთ. ჯიპიაი ჰოლდინგში 850 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.