გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული არ ყოფილა, როგორც არის დღეს

17-12-2019

აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით ინფორმაციას, რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორიც დღეს არის.

„აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით ინფორმაციას, რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ. არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტის და ამას მე არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.