გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - აპელაციის შედეგები ცნობილია

17-12-2019

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლინე.ნაეც.გე დღეიდან შეუძლიათ.
შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 2 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
გასწორებული 27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს.
შედეგების თაობაზე ცნობის ასაღებად აპლიკანტებმა განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კრედიტქულებთან და სტატუსთან დაკავშირებით კი - "მასწავლებლის სახლს".
წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ. წელს პირველად ტესტირება ივლისის თვეში, ხოლო მომდევნო ჯერზე ნოემბრის თვეში ჩატარდა.
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე, გასულ წელთან შედარებით, ახალ პროფესიაში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია 13 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით - თითქმის 23 % - ით.