გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

,,ამ ცხოვრების დედაც" - გორის ქუჩებში წარწერები გაჩნდა

18-12-2019

გვიან საღამოს გორის ქუჩებში წარწერები გაჩნდა. ,,ამ ცხოვრების დედაც" - ეს სიტყვები ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსისა და უნივერსიტეტის კედლებზე წააწერეს.

ეს სიტყვებია („ამ ცხოვრების დედაც", „აბა, დამიჭირე"), 15 წლის მოზარდმა „მწვანე სკოლაში" დაწერა.

15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.

სახელმწიფო ინსპექტორის 
სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი.
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ მსგავსი სახის პერფორმანსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს.