გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ნაცემ სტუდენტს ამოსაცნობად რამდენიმე ახალგაზრდა მიუყვანეს

18-12-2019

გორში კომბინატის დასახლებაში ნაცემი სტუდენტი ,,გორმედში" წევს. მას წუხელ რამდენიმე ახალგაზრდა ამოსაცნობად მიუყვანეს.

თუმცა, ექიმის რეკომენდაციით, აღნიშნული ფორმით, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება შეწყდა. თავის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო,  ექიმისვე რეკომენდაციით, სტუდენტს სიმშვიდე ჭირდება.

,,ჯერ-ჯერობით, ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. მოიყვანეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რათა ამოცნობის პროცედურები ჩატარებულიყო. ექიმის რეკომენდაციით, ეს პროცესი შეწყდა, რადგან დაზარალებულს ამის 

გაკეთება არ შეუძლია" - გვითხრა ადვოკატმა. იგივეს აცხადებს მეორე ადვოკატი.

ადვოკატების რაოდენობით ირკვევა, რომ ფაქტზე ორი ახალგაზრდაა მხილებული.

რა მოხდა კომბინატში? პოლიციას გუშინ საღამოს აცნობეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს ასეთი სურათი დახვდათ - სტუდენტი უგონო მდგომარეობაში იყო და მის გადარჩენას ცდილობდნენ.

,,ჩვენ როგორც გავიგეთ, პოლიცია იმ დროს მისულა ადგილზე, როცა დაზარალებულს ასულიერებდნენ." - ამბობს ადვოკატი.

პოლიციამ გაარკვია, რომ წინა დღეს დაზარალებულსა და სხვა სტუდენტებს შორის, უნივერსიტეტში კამათი მომხდარა. დაზარალებული ახალი გადმოსულია გორის უნივერსიტეტში.ი

ის კომბინატის დასახლებაში მიდიოდა და მანქანიდან შეამჩნიეს. ჩაისვეს მანქანაში და საქმის გასარჩევად ,,წყნარ ადგილზე" წაიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს.

ფაქტზე მხილებული ახალგაზრდების მეგობრები აცხადებენ, რომ არ იციან, რა მოხდა. ისიც ვკითხეთ, იცნობთ თუ არა დაზარალებულს, პასუხად უარი მივიღეთ.

პოლიცია ელოდება, თუ როდის გამოჯანმრთელდება ნაცემი სტუდენტები და როდის შეძლებს იმ პირების დასახელებას, ვინც მანქანაში ჩაისვა და საქმის გასარჩევად გაიყვანა..

ფაქტზე გამოძიება ,,თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

"შიდა ქართლი"